რასიზმი საქართველოში

TDI-ის კვლევა: საქართველოს სამართალდამცავი სისტემა არ იცნობს რასობრივი გამორჩევის ცნებას

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აქვეყნებს კვლევას, სახელწოდებით: რასობრივი გამორჩევა საქართველოში, სადაც მიმოიხილავს  საპოლიციო სისტემაში ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტების მიმართ არსებული პოლიტიკასა და პრაქტიკას.

რასობრივი გამორჩევა გულისხმობს სამართალდამცველების დისკრიმინაციულ და სტერეოტი‑ პულ ქმედებებს, როდესაც პირის მიმართ ეჭვი უჩნდებათ მისი კულტურული, ეთნიკური, ეროვ‑ ნული, რელიგიური კუთვნილების ან კანის ფერის გამო. ასეთ დროს პოლიციელმა შეიძლება უმიზეზოდ, მხოლოდ გარეგნული მახასიათებლების გათვალისწინებით შეაჩეროს კონკრეტული ადამიანი, გაჩხრიკოს და ის დამნაშავეს მიამსგავსოს.

კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულ მიგრანტ და ეთნიკურ უმცირესობიდან უმრავლესობას საკმაოდ უადვილდება რასობრივ დისკრიმინაციაზე საუბარი. უფრო მეტიც, უმრავლესობა მარტივად განსაზღვრავს რასობრივ დისკრიმინაციას. გარდა ამისა, ამ თემაზე საუბრისას ისინი ძირითადად პოლიციელთა "განსხვავებულ“ მიდგომაზე ან დამოკიდებულებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

მეორე მხრივ, საქართველოს სამართალდამცავი სისტემა არ იცნობს რასობრივი გამორჩევის ცნებას; შესაბამისად, არ არსებობს რასიზმთან და რასობრივ გამორჩევასთან ბრძოლის პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს საპოლიციო სისტემაში რასობრივი გამორჩევის პრაქტიკის ნორმალიზებას.

კვლევის მიხედვით, ადვოკატთა პრაქტიკიდან გამოიკვეთა, რომ სამართალდამცავები ხშირ შემთხვევაში ადამიანებს აჩერებენ კანის ფერის, ან სხვა გარეგნული ნიშნების მიხედვით, ასევე მათ მიმართ დაფიქსირებულია უკანონო ჩხრეკის ფაქტებიც, გამოუძიებელი საქმეები, პატიმრობა, როგორც აღკვეთის ყველაზე ხშირი ღონისძიება, გულგრილობა და სხვა.

კომენტარები