საგარეო ვაჭრობა

10 საქონელი, რომელთა წილი საქართველოს იმპორტში ყველაზე დიდია

earth.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 683.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3%-ით მეტია. 

მიმდინარე წლის 8 თვეში ექსპორტი 26%-ითაა გაზრდილი და  2 610.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 20.7%-ით გაიზარდა და 6 072.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ამავე პერიოდში 3 461.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9%-ია.

იანვარ-აგვისტოში საქართველოს 10 უმსხვილესი საიმპორტო საქონელია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - 547.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 2%;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 492 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 51%;
  3. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 445.9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 37.6%; 
  4. სამკურნალო საშუალებები - 230.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 12%;
  5. ბუნებრივი აირი - 192.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით - 2.8%;
  6. სატელეფონო აპარატები - 137.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 35.3%;
  7. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 90.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 114.8%;
  8. სატვირთო ავტომობილები - 78.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 79%;
  9. ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 72.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 203%;
  10. ხორბალი - 58.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან შედარებით - 14.9%;
  11. სხვა დანარჩენი საქონელი - 3.7 მილიარდი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 17.9%.

კომენტარები