ვაქცინაცია

გაბუნია ვაქცინაციაზე: თბილისი ლიდერობს – 60%-ზე მეტია უკვე მოზრდილი მოსახლეობის მოცვა

ზოგიერთ რეგიონში საკმაოდ კარგია ვაქცინაციის მაჩვენებელი. თბილისი ლიდერობს, 60%-ზე მეტია უკვე მოზრდილი მოსახლეობის მოცვა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით სხვა რეგიონებზეც. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში დაბალი მოცვის მაჩვენებელი და ამდენად, ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მომდევნო დღეებში კიდევ მეტად გააქტიურებს მუშაობას.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. გაბუნიას თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, რაც მისივე შეფასებით – საგანგაშოა.

კომენტარები