საგარეო ვაჭრობა

წელს ექსპორტი 26%-ით, იმპორტი კი 20.7%-ით გაიზარდა, უარყოფითი ბალანსი $3.4 მილიარდია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8.68 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის პერიოდთან შედარებით 22.3%-ით მეტია. 

ექსპორტის მაჩვენებელი 26%-ითაა გაზრდილი და 2.61 მილიარდ დოლარს შეადგენს. იმპორტი 6.07 მილიარდს შეადგენს, რაც 20.7%-ით მეტია. 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-აგვისტოში 3.41 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც აგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9%-ა. 

საქსტატი

 

კომენტარები