ფარული მოსმენები

ღარიბაშვილი: არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი

მეგობრებო ჩვენ, ამ შეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მივალთ 2 ოქტომბერს და ქართველი ხალხი ღირსეულ პასუხს გასცემს და ქართული ოცნება გაიმარჯვებს ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება, მათ, შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ ჯერ კიდევ ილუზია, მაგრამ არავითარი კომპრომისი არ იქნება, არავითარი. ნულოვანი კომპრომისი იქნება ნებისმიერ მცდელობაზე, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში. არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი. ყველა შეთქმულებაში მონაწილე ადამიანს და ყველა მოღალატეს და ჩვენი ქვეყნის მტერს.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების კასპის მერობის კანდიდატის წარდგენისას. 

კომენტარები