საგარეო ვაჭრობა

საქსტატი: მიმდინარე წელს ექსპორტი 25.7%-ით, იმპორტი კი 20.7%-ით გაიზარდა

earth.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 678.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.2%-ით მეტია.

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 2 605.5 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 25.7%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტი 6 072.9 მლნ აშშ დოლარი - 20.7%-ით მეტი.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 3 467.4 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40% შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 სექტემბერს გამოქვეყნდება.

კომენტარები