ევროპული საქართველო

ნონიაშვილი: იმედს ვთავაზობთ ახალ კლიპს, რომელიც უფრო რბილია და მოიცავს ოცნების მესიჯბოქსს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ნონიაშვილმა ბრიფინგზე ტელეკომპანია იმედის მიერ ევროპული საქართველოს უფასო სარეკლამო ვიდეორგოლის დაბლოკვის შესახებ ისაუბრა. ნონიაშვილის თქმით, ევროპულმა საქართველომ იმედისთვის დაამზადა ახალი კლიპი, რომელიც ტონალობით ბევრად უფრო განსხვავდება წინა ვიდეორგოლისგან.

"ჩვენ ვთავაზობთ სხვანაირი ტონალობის და განსხვავებულ ვიდეორგოლს წინასაარჩევნოდ ევროპული საქართველოსი, რომელიც ბევრად უფრო რბილია ტონალობის თვალსაზრისით, ბევრად უფრო ფუმფულაა და მოიცავს ქართული ოცნების ძირითად მესიჯბოქსს, როგორ დუღს ეკონომიკა, როგორ ვართ მოწინავე ადგილზე კოვიდთან ბრძოლაშიდა ა.შ.  გვაინტერესებს გაუშვებს თუ არა ტელეკომპანია იმედი ასეთი ტიპის კლიპს" – თქვა ნონიაშვილმა

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ტელეკომპანია იმედს ვუჩივლოთ და საჩივარი შევიტანოთ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში

ნონიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიებს აქვთ უფასო სარეკლამო ვიდეორგოლების არხებზე განთავსების უფლება, ტელეკომპანია იმედმა პოლიტიკური ნიშნით და არგუმენტაციის გარეშე დაბლოკა ევროპული საქართველოს სარეკლამო ვიდეორგოლი, რის გამოც, პარტია აპირებს ტელეკომპანიას კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში უჩივლოს.

"სამწუხაროდ, ტელეკომპანია იმედმა უარი გვითხრა ჩვენი ვიდეოს განთავსებაზე წინასაარჩევნოდ და სრულად უსაფუძვლოდ დაასახელა მიზეზი, რომ ჩვენი ვიდეორგოლი თურმე შეიცავდა სიძულვილის ენას, თუმცა არანაირი არგუმენტაცია არ არსებოს ამისი და არაფერს არ დაყრდნობია ტელეკომპანია იმედი, როდესაც ჩვენ უარი გვითხრა წინასაარჩევნო ვიდეორგოლის განთავსებაზე, რომელიც თავისი არსით შეიცავდა მოკლე უახლეს ისტორიულ ექსკურსს, რა დამართა ქართულმა ოცნებამ ამ ქვეყანას და სად არის პრობლემა". – თქვა ნონიაშვილმა


ტელეკომპანია იმედმა ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა დაბლოკა. იმედი ამტკიცებს, რომ რეკლამას ეთერში "სიძულვილის ენის" გამო არ გაუშვებს. 

"ტელეკომპანია პირველი სიძულვილის ენის შემცველი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს ამბობს, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს რეკლამა. 

პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც იმედის ეთერში გასვლისათვის სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არის ევროპული საქართველო. არხი უარს ამბობს მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე და ამის შესახებ წერილობით რამდენიმე წუთში აცნობებს ევროპულ საქართველოს. ტელეიმედის საეთერო დრო სიძულვილის ენის ტირაჟირებას არ დაეთმობა". - ამბობენ ტელეკომოანია იმედში

კომენტარები