მიხეილ სააკაშვილი

"ვიპოვი რაღაც საშუალებას" – სააკაშვილი კითხვაზე, როგორ ბრუნდება საქართველოში

"ვიპოვი რაღაც საშუალებას". - ასე პასუხობს საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მთავარი არხის ეთერში, ჟურნალისტის კითხვას, განიხილავს თუ არა, რომ შესაძლოა, ის საქართველოში ხელისუფლებამ არ შემოუშვას. 

"ამას ვერ გაბედავენ ჩემი აზრით, რომ რეისი არ შემოუშვან. რავიცი, ალბათ ვიპოვი რაღაც საშუალებას, მათ შორის, არსებობს სახმელეთო საზღვრებიც". - ამბობს სააკაშვილი. 

დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა

"მე მინდა ვთქვა, რომ პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში". - თქვა სააკაშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. 

მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს საქართველოში დაბრუნებას წლებია პირდება. 

მიხეილ სააკაშვილის შეუმდგარი დაბრუნების ისტორია შეგიძლიათ ნახოთ - აქ

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები