ლელო 2021

ბიბილაშვილი: ბიძინას კარის თამაშებში დაკარგულ გახარიას და კალაძეს დაავიწყდათ ეს ქალაქი

ბიძინას კარის თამაშებში დაკარგულ გახარიას და კალაძეს დაავიწყდათ ეს ქალაქი. მათ დაავიწყდათ ქალაქი და ადამიანი ქალაქში. ნათელია, რომ დღეს მათი ერთადერთი საზრუნავია, როგორ ასიამოვნონ ივანიშვილს.  დღეს მხოლოდ ფსევდო-დებატში იწვევენ ერთმანეთს, თითქოს მათ შორის მართლა რამე განსხვავება იყოს, ან მართლა რამე ჰქონდეთ სადებატო. გახარიამ ვერ მართა ქვეყანა, ვერ მართა ჯანდაცვის კრიზისი და გაანადგურა ქართული ეკონომიკა. კალაძემ კი ქალაქი კორუფციის ჭაობში ჩაძირა. მას, როგორც მერს არა აქვს ამ ქალაქის განვითარების ხედვა, არ აქვს პასუხები იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქი ადამიანებისთვის. ეს ორი პოლიტიკოსი ერთნაირადაა პასუხისმგებელი და დამნაშავე ამ ქალაქის და ქვეყნის წინაშე. რა დებატზე საუბრობენ? 

არცერთ მათგანს არ აქვს თბილისის მართვის კომპეტენცია, მისი განვითარების ხედვა. მათ ეშინიათ, პროფესიულ თემებზე, კომპეტენტურ ადამიანთან ლაპარაკის. სწორედ ამიტომ, ისინი ემალებიან რეალურ დებატებს და იმიტირებული შოუთი უნდათ ფონს გასვლა. 

მოვუწოდებ ორივეს, მოვიდნენ, ისაუბრონ ქალაქზე და ადამიანებზე და არა ბიძინას კარის თამაშებზე, რაც საერთოდ არ ემსახურება ადამიანების კეთილდღეობას და არ პასუხობს მათ უმწვავეს კითხვებს.

ლელოს თბილისის მერობის კანდიდატი, ანა ბიბილაშვილი.

კომენტარები