ვაქცინაცია

გამყრელიძე: ორსულების აცრა 25-ჯერ და მეტჯერ შეამცირებს რისკს მათი დაინფიცირების

მუშაობა მიმდინარეოიბს [ორსულებისთვის ახალ პროტოკოლზე] და როგორც ვიცი ხვალ, ზეგ უნდა დასრულდეს, მეანგინეკოლოგთა ასოციაცია განახლებულ პროტოკოლზე მუშაობს. სამწუხაროდ, ეს დელტა შტამი აღმოჩნდა ძალიან ვერაგი ორსული ქალბატონების მიმართ. შარშან ჩვენ გვქონდა მხოლოდ ერთი გარდაცვალების შემთხვევა, წელს უკვე 13-ია და მგონი დაემატა – ძალიან სამწუხარო ფაქტია.

ახლა 20-დან 25 ათასამდე ორსულია ქვეყანაში – ყველა მადგანი მივიდეს და აიცრას ფაიზერით და ორსულობის პერიოდში გაიკეთონ ფაიზერის ორი აცრა – ეს, თითქმის, 25-ჯერ, მეტჯერ, შეამცირებს რისკს მათი დაინფიცირების და დაახლოებით, ორი ასეულით შეამცირებს გართულებების და გარდაცვალების რისკს. სამწუხაროდ, ეს შტამი ძალიან ერჩის ორსულ ქალბატონებს და ორსულ ორგანიზმს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ვებინარზე საუბრისას.

კომენტარები