მკვლელობა რუსთავში

რუსთავში 24 წლის გოგომ 79 წლის მეზობელი კაცი მოკლა

ქალაქ რუსთავში 24 წლის გოგომ 79 წლის მეზობელი კაცი მოკლა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, საყოფაცხოვრებო თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თავის მეზობელს, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული დ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ცხელ კვალზე - რუსთავში დააკავეს". – წერია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

კომენტარები