რატომ ვერ მიიღო ფსიქიკური დახმარება მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელიც ცენტრში თავად მივიდა29 წლის მამაკაცის მეგობრები ამბობენ, რომ გუშინ, 9 თებერვალს შენიშნეს, რომ მათი მეგობარი "რაღაც არაადეკვატურად იქცეოდა" და გადაწყვიტეს კლინიკაში წაეყვანათ. მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ თავდაპირველად რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს მიმართეს, სადაც გადასხმა გაუკეთეს და უთხრეს, რომ მამაკაცი მათი პაციენტი არ არის და თბილისში გადაყვანაა საჭირო.