არჩევნები 2021

სააკაშვილი: არჩევნების გადადება კი არა, გადმოდებაა საჭირო, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ

საერთოდ, არც უნდა განვიხილოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის სადმე გადადება!

გადადება კი არა, დაჩქარებაა საჭირო და პირიქით, აქეთ გადმოდება - ჩვენ გვჭირდება ახლა მობილიზაცია, მოქმედება და გამარჯვება ჩვენი იქნება ყველა შემთხვევაში, ოღონდ, რა თქმა უნდა, მთელი ძალების მობილიზაციის პირობებში.

მე ამ პროცესში ვარ ჩართული ბოლომდე და მე, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ყველანაირი გადადების, ამ რეფერენდუმის

წერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook-ზე ომბუდსმენის ინიციატივაზე, რომელიც მძიმე ეპიდემიური სიტუაციის გამო არჩევნების გადადებას ეხება.

კომენტარები