ვაქცინაცია

ღარიბაშვილი: ჩემი დავალებით, 2 მილიონი დოზა Pfizer-ის შემოტანაზე ვმუშაობთ

შემოტანილი გვაქვს მილიონობით ვაქცინა, კიდევ ვამატებთ ჩემი დავალებით, ვმუშაობთ 2 მილიონი დოზა ფაიზერის შემოტანაზე, გვაქვს საშუალება და თუ საჭირო გახდება, კიდევ შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებს, ეს ყველაფერი ჯამში მოგვცემს საშუალებას, ეს განსაცდელი ყველამ ერთად გადავტეხოთ.

ამ ტემპების შენარჩუნებით, ჩვენ შეგვიძლია, სექტემბრის ბოლოს 2 მილიონი ადამიანი იყოს აცრილი. ვუსმენ რა ჩვენს ექიმებს და სპეციალისტებს, მესმის, რომ, შესაძლოა, 1 მილიონ ადამიანს უკვე გადატანილი აქვს კოვიდი. ჯამში გამოდის 3 მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, საიდანაც 2 მილიონი იქნება აცრილი, მილიონს გადატანილი ექნება კოვიდი.

ჩვენი ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ სექტემბერი იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის, სექტემბერი იქნება რთული პერიოდი. ამას ემატება საარჩევნო კამპანია. რომ არ მივცეთ ამ მავნებლებს საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, ისინი დაიწყებენ აჟიოტაჟს, სპეკულაციას,  ისედაც იციან, რომ მარცხდებიან, ძალიან მაგრად მარცხდებიან, ამიტომ ოქროს შუალედის პოვნა დაგვჭირდება. ჩვენ ყველამ ერთად სექტემბერიც უნდა ჩავამთავროთ, ვაქცინაცია ჩავატაროთ ეფექტიანად, არჩევნები ჩავატაროთ კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენი პროგნოზებით, ოქტომბერი იქნება სტაბილურობის პერიოდი.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში "ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენის დროს სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები