ევროპული საქართველო 2021

ნონიაშვილი: მთავრობამ 11 კონცერტის ჩატარებაზე ტენდერები გამოაცხადა, ჯამში - 351 000 ლარის

ხელისუფლებამ ივლისში და აგვისტოში მუნიციპალიტეტებში 11 კონცერტი/ღონისძიების ჩატარებაზე ტენდერები გამოაცხადა. უმრავლესობა აჭარაში. ჯამში 351 000 ლარი უნდა დაიხარჯოს. მაგალითად: "ვლაქერნობის" დღესასწაულის და საპატიო ზუგდიდელის მინიჭების ღონისძიება
ასე "ებრძვიან" კოვიდ პანდემიას. 

ნაცვლად იმისა რომ:
- ვაქცინაციის მობილური ჯგუფები შექმნან სოფლებში;

- სავალდებულო ვაქცინაცია გამოაცხადონ საჯარო, სატრანსპორტო, სავაჭრო, განათლების სფეროებში. ვაქცინაციის;

- წამახალისებელი პოლიტიკა აწარმოონ ვაქცინაციაზე. მაგალითად - საგადასახადო შეღავათები.

წერს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი.

 

კომენტარები