კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: Pfizer-ის დოზები ივლისის ბოლოს შემოვიდა, ამიტომაც ვერ დავიწყეთ ორსულთა აცრები

კოვიდის პერიოდში, სამწუხაროდ, მოიმატა ორსულთა გარდაცვალების შემთხვევებმა. ორსულთა აცრები დაშვებულია მხოლოდ 3 ვაქცინით – Pfizer, Moderna, AstraZeneca და იქაც გაფრთხილებაა, რომ უნდა იყოს შეთანხმება ორსულს, ექიმს და ოჯახს შორის. 

[...] კვლევები არ არის ჩატარებული და წინააღმდეგ ჩვენებაშია, ამიტომ ჩვენ ვერ ავცრიდით ორსულებს ჩინური ვაქცინით. მოგეხსენებათ, Pfizer-ის მნიშვნელოვანი დოზები ქვეყანაში ივლისის ბოლოს შემოვიდა, ამიტომაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავიწყეთ ორსულთა აცრები.

ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ რამდენიმე ორსულის COVID-19-ით გარდაცვალების შესახებ დასმულ შეკითხვას.

კომენტარები