COVID-19

20 აგვისტოდან ევროკავშირი თურქეთის, უკრაინისა და ჩრდ. მაკედონიის კოვიდსერტიფიკატებს ცნობს

დღეიდან, 20 აგვისტოდან, ევროკავშირი თურქეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის კოვიდსერტიფიკატებს ცნობს. ინფორმაციას ევროკომისიაში აცხადებენ

ამ სამი ქვეყნის სერტიფიკატი, რომ პირი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით არის აცრილი, ევროკავშირის სერტიფიკატების მსგავსად, ციფრული იქნება. 

თურქეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის კოვიდპასპორტებს იგივე ძალა ექნება, როგორიც ევროკავშირის საბუთს აქვს. მისი მეშვეობით ამ სამი ქვეყნის მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა.

კომენტარები