კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ

მინდა, აღვნიშნო შემდეგი ფაქტი, რომ არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, რომ მოხდეს სამთავრობო გუნდის და ექიმების დაპირისპირება, შეეხება ეს ანაზღაურებას, თუ მადლობის გადახდას ექიმების მიმართ. მინდა, ვთხოვო ყველას, დღესდღეობით არ არის იმის დრო, რომ მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები. სახელმწიფოს მხრიდან არის დაცული ექიმების ყველა ინტერესი. ჩვენ თითქმის წელიწადია, რაც ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რომელიც არის სახელმწიფოს მხრიდან დეტალურად გაწერილი და საკმაოდ მაღალი არის მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. დამატებით საბჭოს მხრიდან გუშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, მათ სახელმწიფო მხრიდან გაეცემათ 500-ლარიანი დანამატი, იმისდა მიუხედავად, თუ სად, რომელ რეგიონში არიან ისინი დასაქმებული, რადგან ჩვენთვის ნამდვილად არის გულთან მისატანი სამუშაო, რომელსაც ექიმები წევენ ჩვენი პაციენტებისთვის და ყველანაირად ვეცდებით, ვიდგეთ მათ გვერდით

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.

კომენტარები