კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: მდგომარეობა საკმაოდ რთულია, საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით

საწოლფონდთან მიმართებაში მდგომარეობა საკმაოდ რთულია. საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით. თუმცა, თქვენ იცით, რომ არაერთ მეთოდს გამოვიყენებთ, რის საშუალებითაც ვახდენთ პაციენტების აქტიურ მართვას  ჰოსპიტალურ სექტორში და მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დღემდე ჯერ არც ერთი პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა. ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომელთაც კლინიკურად ესაჭიროებათ სტაციონარში მკურნალობა, შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით 52 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა გვაქვს, უმრავლესობა იმართება ოჯახის ექიმის მიერ ბინაზე, 3 500-მდე კოვიდ-სასტუმროში, დანარჩენი კლინიკაში.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

კომენტარები