ფულადი გზავნილები

ქვეყნები, საიდანაც ივლისში ყველაზე დიდი ფულადი გზავნილები შემოვიდა

Reuters

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 208.4 მლნ აშშ დოლარი (652.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.4%-ით (19.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში ევროკავშირის წილი 40.30%-ია, ყველაზე მეტი - 40.11 მლნ კი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. 

ქვეყნები, საიდანაც ივლისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა:

  1. რუსეთის ფედერაცია - $40.1 მილიონი, წინა წელთან 0.71% კლება
  2. იტალია - $33.3 მილიონი, წინა წელთან 18.8% ზრდა
  3. აშშ - $25.5 მილიონი, წინა წელთან 13.7% ზრდა
  4. საბერძნეთი - $20.6 მილიონი, წინა წელთან 2% ზრდა
  5. ისრაელი - $16.1 მილიონი, წინა წელთან 14.4% ზრდა
  6. გერმანია - $9.9 მილიონი, წინა წელთან 43.4% ზრდა
  7. თურქეთი - $8.9 მილიონი, წინა წელთან 20.6% კლება
  8. უკრაინა - $7.4 მილიონი, წინა წელთან 24.9% კლება
  9. აზერბაიჯანი - $6.7 მილიონი, წინა წელთან 11.8% ზრდა
  10. ესპანეთი - $5.3 მილიონი, წინა წელთან 6.2% ზრდა.

სებ-ის თანახმად, 2021 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.7 მლნ აშშ დოლარი (83.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ივლისის (22.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19.9%-ით მეტია.

კომენტარები