ვაქცინაცია საქართველოში

სტუ-ს მე-6 კორპუსში ვაქცინაციის პუნქტი გაიხსნება, სადაც აცრას რეგისტრაციის გარეშე შეძლებთ

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში (ქ. თბილისი, სააკაძის მოედანი, კოსტავას N77) ვაქცინაციის ახალი სივრცე დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც მოქალაქეები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ, აიცრან. 

სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია შესაძლებელია ფაიზერით, სინოვაკითა და სინოფარმით. ამასთან, ცენტრი იმუშავებს ყოველდღე, მათ შორის, დასვენების დღეებშიც, 10:00 საათიდან 20:00-მდე შესვენების გარეშე. 

ეს საქართველოში აცრის პირველი პუნქტი იქნება, სადაც მოქალაქეები აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ. 

კომენტარები