მკვლელობა თბილისში

თბილისში ცივი იარაღის და ბლაგვი საგნის გამოყენებით კაცი მოკლეს, დაკავებულია ერთი პირი

Tabula

თბილისში ცივი იარაღით და ბლაგვი საგნის გამოყენებით კაცი მოკლეს. შემთხვევა 8 აგვისტოს მოხდა, დამნაშავე კი დღეს, 12 აგვისტოს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული მ.ქ.. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, თბილისში, პირადი წყენის საფუძველზე, 1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის და ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც გ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა". – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები