კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: გვაქვს აღმავალი ტალღა, პიკი ჯერ დამდგარი არაა

ჩვენ გვაქვს საკმაოდ რთული ვითარება, ჯერჯერობით, გვაქვს აღმავალი ტალღა და ჯერ არაა დამდგარი პიკი, აქედან გამომდინარე, ვადასტურებ, რომ ვითარება საკმაოდ რთულია, სწორედ ამიტომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ გამოიყენონ პირბადე, შეიკაონ თავის სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობისგან, დაიცვან სოციალური დისტანცია და, რა თქმა უნდა, ის მთავარი იარაღი, რაც გვაქვს – ვაქცინაციის პროცესში უნდა ჩაერთონ მეტად, რაც წინაპირობა გახდება იმის, რომ გავაკონტროლოთ ინფექციის სისწრაფე და აღმავალი ტალღა ვაქციოთ სტაბილურ დაღმავალ პერიოდად, რაც ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების მართვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას.

კომენტარები