კრიმინალი

საქართველოს მთავრობამ ბათუმში დაკავებული ირკუტსკელი სუტენიორი რუსეთს გადასცა

ეხო კავკაზას ცნობით, 2021 წლის იანვარში ბათუმში დააკავეს საერთაშორისო ძებნილების სიაში მყოფი სუტენიორი, ალექსეი ლენივცევი, რომელიც საქართველოს მთავრობამ რუსეთს გადასცა. 

34 წლის ლენივცევი, მეტსახელად კოსი, ირკუტსკის რეგიონში პროსტიტუციის ორგანიზებაში იყო ჩართული და მას ბრალად ედებოდა: კრიმინალური დაჯგუფების ორგანიზება და ხელმძღვანელობა, ადამიანებით ვაჭრობა, გამოძალვა, სხეულით ვაჭრობა და ჯანმრთელობის ზიანის მიყენება. 

ეხო კავკაზას ინფორმაციით, ის საქართველოში 2020 წლის იანვრიდან ცხოვრობდა. 
 

კომენტარები