კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: რეკომენდაციაა – ფესტივალებში მონაწილეთა რიცხვი იყოს მაქსიმუმ 100-მდე

ჩვენი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ იყოს მინიმუმამდე დაყვანილი ამ ფესტივალებში მონაწილე ადამიანთა რიცხვი. იყოს, დაახლოებით, მაქსიმუმ 100-მდე, იყოს იქ დაცული სრულად დისტანცია 1.5-2 მეტრი ერთმანეთთან დგომის ან ჯდომის, იყოს აუცილებლად ნახმარი პირბადე და ასევე, რეკომენდებულია, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მიდის დასასწრებად, იყოს ორჯერადად აცრილი ან ჰქონდეთ ჩატარებული PCR ტესტი ბოლო 72 საათში ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტი.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. ხვალიდან, 10 აგვისტოდან ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

კომენტარები