აგვისტოს ომი

წერეთელი: სანამ საქართველო არ იქნება თავისუფალი და სუვერენული, ბრძოლა არ უნდა შევაჩეროთ

დღეს ძალიან მძიმე დღეა, ჩვენ ვიხსენებთ ამ ურთულესს პერიოდს საქართველოს ისტორიაში, საქართველოს დიდ განსაცდელსა და დიდ გმირობას, რომელიც ჩვენ ვნახეთ ჩვენი თანამემამულეებისგან. ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა და მათ ხსოვნას პატივს მივაგებ დღეს. რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა დასრულებული არ არის, ამაზე ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, ყოველდღე აღვიქვამთ ყოველდღე ვუყურებთ, როგორ გრძელდება ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ამიტომ ერთადერთი საშუალება და გამოსავალი არის ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ არ შეაჩეროს ეს ბრძოლა, სანამ საქართველო არ იქნება თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. 

ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა, ყვავილებით შეამკო. 

კომენტარები