დიდი ბრიტანეთი

8 აგვისტოდან საქართველო დიდი ბრიტანეთის წითელ სიაში იქნება

Vegas Slots Online

8 აგვისტოდან გაერთიანებულმა სამეფომ საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოდან ბრიტანეთში გამგზავრება აღარ შეეძლებათ. მთელი რიგი რეგულაციების დაცვით საქართველოდან ბრიტანეთში ჩასვლა შეეძლებათ მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის და ბრიტანეთში ცხოვრების უფლების მქონე მოქალაქეებს.

იმ ადამიანებს, ვისაც შეეძლება წითელი ქვეყნიდან ბრიტანეთში დაბრუნება, მოუწევთ გამგზავრებამდე PCR ტესტის გაკეთება, ჩასვლის შემდეგ კი 10-დღიან
თვითიზოლაციაში ყოფნა, ხოლო ჩასვლიდან პირველი ორი დღის პერიოდში და მე-10 დღეს PCR ტესტების გაკეთება. მოცემული რეგულაციები ეხებათ სრულად ვაქცინირებულებსაც.

გაერთიანებული სამეფოს წითელი ქვეყნების სიაში 66 ქვეყანა იყო. 8 აგვისტოდან ჩამონათვალს დაემატება შემდეგი ქვეყნები: საქართველო, მაიოტი, მექსიკა და რეუნიონი.

მწვანე ქვეყნების სიაში 8 აგვისტოდან ემატება: ავსტრია, გერმანია, ლატვია, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 41 885 ტესტი და დადასტურდა 3 670 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 626 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.85% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.67%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  3 670 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 652 შემთხვევა, აჭარა - 601, იმერეთი - 400, ქვემო ქართლი - 197, შიდა ქართლი - 155, გურია - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 190, კახეთი - 187, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი - 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.

ამ ეტაპზე  ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 37 108, საიდანაც: 6 219 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან მძიმე პაციენტია 1 258 პირი, რომელთაგან 269 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

5 აგვისტოს მონაცემებით, სულ ქვეყანაში  436 573 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 393 453 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 5 986.

კომენტარები