IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც 2 აგვისტოს გამოქვეყნდა, მოსახლეობის 53% სრულად ან ნაწილობრივ არ ენდობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ჩატარებულ არჩევნებს.
კერძოდ, კითხვაზე "რამდენად ენდობით იმას, რომ ცესკო შეძლებს სანდო არჩევნების ორგანიზებას", მხოლოდ 11% პასუხობს, რომ სრულად ენდობა, 30% კი ამბობს, რომ მას ნაკლებად ენდობა. ამასთან, კითხვაზე მოსახლეობის 25% ამბობს, რომ საერთოდ არ ენდობა, 28% ამბობს, რომ ნაკლებად ენდობა. 6% პასუხი არ აქვს.
ყველაზე მეტად ცესკოს ქართული ოცნების ამომრჩევლებში ენდობიან.
კვლევა ჩატარდა 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ.
მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს.
ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.