შანაე ბრუკის მკვლელობის საქმე

თურნავა ავსტრალიელი ტურისტის მკვლელობაზე: იდეალური ვითარება არსად არაა

მწუხარებას გამოვხატავ გარდაცვლილი ახალგაზრდა ტურისტის ოჯახის მიმართ. ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, ჩვენ ბოლომდე გვქონდა იმედი, რომ ცოცხალს ვიპოვიდით. ვიცი, რომ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები სამძებრო ღონისძიებებში, მიმდინარეობს გამოძიება ყველა არსებული წესის თანახმად, დარწმუნებული ვარ, შედეგს დადებს.

ერთეული შემთხვევებია და თუნდაც ასეთი ერთეული შემთხვევები ჩვენ დარტყმას გვაყენებს, რადგან ჩვენ გვინდა, ვიყოთ იდეალურები, თუმცა იდეალური ვითარება არსად არაა, გაცილებით უფრო განვითარებულ ტრადიციულ ტურისტულ ბაზრებზეც კი, სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება გარკვეული კრიმინალური შემთხვევები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთეულ შემთხვევებად დარჩეს და მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს საფრთხე.

ამბობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ავსტრალიელი ტურისტი მკვლელობაზე. ავსტრალიელი ტურისტი, შანაე ბრუკი 31 ივლისს მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები