კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: შეზღუდვების მოხსნა ხალხის შეკვეთა იყო, ახლა ამაზეც უკმაყოფილებას გამოთქვამენ

საზოგადოების შეკვეთა იყო, რომ ყველა შეზღუდვა მოხსნილიყო. ამაზე სახელმწიფო წავიდა, თუმცა ახლა  ამაზეც უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ყველა კმაყოფილი ვერასდროს გეყოლება. როგორ უნდა ვმართოთ, გეტყვით, უნდა შესრულდეს ის მინიმალური რეგულაციები, რომლებიც არის. პირბადე უნდა ატარო – თუ მოსახლეობა ატარებს პირბადეს დახურულ სივრცეებში, ღია სივრცეში თავშეყრის ადგილებზე და თავს შევიკავებთ ხალხმრავალი თავყრილობებისგან. გაძლევთ პირობას, რომ ასეთ შემთხვევაში სიტუაცია მართული იქნება. 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 28 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 509 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.75%, ბოლო 14 დღის - 6.28%, ბოლო 7 დღის - 6.92%.

კომენტარები