კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არაა, ამ პროცესში ინფიცირებაც ხშირია

მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არაა, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება და ჩვენ ვაკვირდებით დღესდღეობით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ძალიან წარმატებული იყო იმუნიზაციაში, თუმცა იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ, ესაა თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცია [...]

ჯანდაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის სისტემას არ გააჩნია ბევრი ბერკეტი. ეს ბერკეტები არის იმ საწოლფონდის მობილიზება, რისი რესურსიც ქვეყანაში არის და ეს სამუშაო მიმდინარეობს [...] არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ღონისძიებები [საველე ჰოსპიტლები] საჭირო გახდეს.

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საუბრისას. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 7.75%, ბოლო 14 დღის - 6.28%, ბოლო 7 დღის - 6.92%.

კომენტარები