მე-10 მოწვევის პარლამენტი

გახარია: არ მომწონს, როდესაც დეპუტატი მამაკაცი და მანდილოსანი ურთიერთობებს მუშტით არკვევენ

მე არ მომწონს ის ქაოსი, რაც ხდება, არ მომწონს პარლამენტში ცემა-ტყეპა, არ მომწონს, როდესაც პარლამენტში საქართველოს დეპუტატი მამაკაცი და მანდილოსანი ერთმანეთში ურთიერთობებს მუშტით არკვევენ და ერთმანეთს ფიზიკურად ეხებიან - არ მომწონს! ვფიქრობ, რომ ეს არც თქვენ არ მოგწონთ, საქართველოს მოქალაქეებს არ მოსწონთ და ამ ჭიდაობაში და ჭორაობაში და ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში ძალიან ბევრ დროს ვხარჯავთ, მაშინ, როდესაც ბავშვები მისახედია, ჩვენი ხანდაზმულები მისახედია და სახელმწიფოა ასაშენებელი.

ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ქედასა და ხელვაჩაურში პარტიის ახალი ოფისების გახსნისას ისაუბრა. 18 ივლისს, პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ადგილიდან ენმ-ს წევრი, თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

კომენტარები