კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 617 შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.03%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 43 394 ტესტი და დადასტურდა 2 617 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 869 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 6,03%, ბოლო 14 დღის – 5,55%, ბოლო შვიდი დღის – 6,15%.

დღეს, 24 ივლისს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  2 617 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 485 შემთხვევა, აჭარა - 236, იმერეთი - 220, ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 123, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 111, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი -45, სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის  არის 23 573 საიდანაც 4 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში

მძიმე პაციენტია 956 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პაციენტი.

24 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 400 698 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 371 434 გამოჯანმრთელდა, 5 665 კი, გარდაიცვალა.

კომენტარები