ლიტვამ საქართველოს ასტრაზენეკას 15 ათასი დოზა აჩუქა. ვაქცინები თბილისის აეროპორტში დღეს, 24 ივლისს ჩამოვიდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის გამოიყო - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის.
ამასთან ერთად, ამერიკის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში დღეს, 24 ივლისს ჩამოვიდა.
Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია 24 ივლისს, 12 საათიდან დაიწყება - ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.


![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)


