კორონავირუსი საქართველოში

ციციშვილის კლინიკა: დღეში 21-25 ბავშვი შემოდის, ბევრი ადგილი აღარ დაგვრჩა

ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძეს თქმით, ყოველდღე საშუალოდ COVID-19-ით ინფიცირებული 21-25 ბავშვი შემოდის და კლინიკას ბევრი ადგილი აღარ დარჩა.

"ბოლო სამი კვირის განმავლობაში მიმართვიანობა არის ძალიან გაზრდილი, საშუალოდ, დღეში 21-25 პაციენტამდე შემოდის, ბავშვებზე მაქვს ლაპარაკი. დაიწია ასაკმა, ბავშვები მეტად ავადდებიან. ვუჰანის  და ალფა შტამებთან შედარებით ახლა უფრო მეტია. მიმდინარეობის კუთხით დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ჩვილებში, განსაკუთრებით დელტა შტამის ცირკულირების დროს,  ბოლო პერიოდში უფრო გამოჩნდნენ მძიმე პაციენტები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ. დღეს ძალიან ბევრი ბავშვი შემოვიდა, მაგრამ რამდენიმე ასევე უნდა გავწეროთ. ამ წუთში ადგილი მაქვს, თუმცა ბევრი აღარ დარჩა". - ამბობს მაია ჩხაიძე. 

გასულ კვირაში ციციშვილის კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული ორი ჩვილი გარდაიცვალა.

კომენტარები