კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ყველა ინდიკატორით წითელ ზონაში ვართ, შესაბამის ღონისძიებებს მივიღებთ

ჩვენ ახლა იმ დონეზე ვართ, როგორზეც ვიყავით მესამე ტალღის პიკში, მაისში. ასევე დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც ოქტომბრის ბოლოს გვქონდა, როცა პიკისკენ მივდიოდით. ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე ვიყავით ნარინჯისფერში, ანუ ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს მიღებული. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. დღეს, 20 ივლისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი. დღიური დადებითობა 7.17%-ია.

კომენტარები