კორონავირუსი საქართველოში

თურნავა: დავარწმუნეთ მოსახლეობა, რომ ვაქცინაცია აუცილებელია

დაიწყო ძალიან ფართომასშტაბიანი პიარკამპანია, სატელევიზიო არხებიც ხართ ამაში ჩართულები, დავარწმუნეთ მოსახლეობა იმაში, რომ ვაქცინაცია არის აუცილებელი, რა დასამალია და ჯერ კიდევ რეგიონებში არსებობს ფრთხილი დამოკიდებულება ზოგადად ვაქცინაციის მიმართ და მათ შორის, კოვიდ პანდემიის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას ერთობლივად გადავლახავთ. 

ერთადერთი გზა არის აქტიურობა, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება, ვაქცინები არის საკმარისი, ინფრასტრუქტურა, ადგილები ასევე საკმარისია, უფრო მეტიც, განვიხილავთ მსხვილ საწარმოებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას, თუკი ამის მოთხოვნა იქნება, უბრალოდ, ისევ და ისევ, გაგება, თვითშეგნება და კონსოლიდაცია საზოგადოებაში.

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, მთავრობის სხდომის შემდეგ. ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, საქართველოში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის მხოლოდ 3%-მდეა.

კომენტარები