ეკონომიკა

2021 წლის ივნისში გაყიდული საცხოვრებელი ბინების რაოდენობა 3 400-მდე გაიზარდა 

Colliers-ის უახლესი კვლევის თანახმად, 2021 წლის ივნისში თბილისის მასშტაბით 3 378 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 58%-ით მეტია. 

გაყიდული ბინების რაოდენობის მკვეთრი ზრდა COVID-19 პანდემიით აიხსნება, რადგან 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 2021-ში მხოლოდ 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც მაშინ 3 070 ტრანზაქციის, ხოლო 2020-ში 2 139 ტრანზაქციის დაფიქსირებითაა გამოწვეული. 

ბაზრის ზომის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2020-თან შედარებით - 63%-იანი. 

2021 წლის ივნისში ტრანზაქციების საერთო მოცულობამ 153 მილიონი დოლარი შეადგინა.

Colliers

2021 წლის ივნისში თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2 165 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 7%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა. 

რაც შეეხება ტრანზაქციების განაწილებას სეგმენტების მიხედვით, ახალაშენებული ბინების ეკონომსეგმენტი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით გაიზარდა. 

მედიუმ სეგმენტის ტრანზაქციების რიცხვი 2019-თან შედარებით 34%-ით შემცირდა. პრემიუმ სეგმენტმა კი 2019 წელთან შედარებით 20%-იანი კლება განიცადა.

Colliers


 

კომენტარები