ვაქცინაცია

ეკატერინე ტიკარაძე: ბოდიში

შეფერხებები არის კვლავ რეგისტრაციის სისტემაში, ეს უნდა დავადასტურო. პირველ რიგში, მე კვლავ მინდა, ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებები გამო.

შეფერხებებს სხვა პერიოდში იწვევდა როგორც, როგორც ჩვენთვის სხვადასხვა სამსახურებიდან მოწოდებული ინფორმაციით ცნობილი იყო – კიბერთავდასხმები, ამჯერად ეს დაფიქსირებული ხარვეზი არის მაღალი მომართვიანობის გამო და, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ დაფიქსირდა და ვერ მოხდა მისი აღმოფხვრა დროულად.

ამ ეტაპისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტში მივლენილია ყველა შესაძლო IT სამსახური, რომელიც მუშაობს მათთან ერთად ამ ხარვეზის გამოსწორებაზე და იმედია, უმოკლეს ვადაში მოხდება ამ ხარვეზის აღმოფხვრა.

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში. ფაიზერზე ვაქცინაცია 15:00-ზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, საათზე მეტია, საიტი შეფერხებით მუშაობს - მოქალაქეები ვაქცინაზე ვერ რეგისტრირდებიან. ჯანდაცვის სამინისტრო ამას "მაღალი მიმართვიანობით ხსნის".

კომენტარები