ალექსანდრ დუგინი

დუგინი ორკებზე: ქართველები ცვლიან მსოფლიო ბალანსს, სასწორს ჩვენ მხარეს ხრიან

ქართველები, თავიანთი გმირული ქმედებებით, ცვლიან მსოფლიოს ბალანსს – სასწორს ჩვენ მხარეს ხრიან. მე გულწრფელად ვეთაყვანები ამ ხალხს. ჩემმა იტალიელმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ბოლო პერიოდში იტალიაში ტრადიციული არისტოკრატია, შთაგონებული ქართველი მართლმადიდებლებით, რომლებიც იცავენ ადამიანს ღირსებას, კათოლიციზმიდან მართლმადიდებლობაზე გადადიან... ისინი ერთგულნი იყვნენ ქრისტიანული კათოლიკე ეკლესიისა, როდესაც ის იყო ქრისტიანული. ახლა არა. ახლა აღარ... რაღაც მოხდება. 

კრემლის იდეოლოგმა, ალექსანდრ დუგინმა ქართველი პუტინისტი ორკების შესახებ Facebook-გვერდზე დაწერა. რუსი იდეოლოგი ხშირად აზიარებს ორკების მხარდამჭერ პოსტებს, მათ შორის 5 ივლისის ძალადობის ამსახველ კადრებს. ალექსანდრ დუგინი საქართველოს შესახებ განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პუტინისტი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე პოლიტიკაში წავიდა. 

კომენტარები