პრაიდის კვირეული

ბობოხიძე: ჩვენ გვყავს რუსული საპატრიარქოს საქართველოს ფილიალი

ჩვენ არ გვყავს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო, ჩვენ გვყავს რუსული საპატრიარქოს საქართველოს ფილიალი. თან უცნაური რამეა, შევხედოთ ამ პრორუსულ ჯგუფებს, დადიან ყველაზე ძვირადღირებული იაპონური და ევროპული მანქანებით, სარგებლობენ ბოლო მოდელის მობილურებით, სარგებლობენ ბოლო მოდელის დასავლური "გეი ევროპის" გადამცემებით, რომლითაც აკორექტირებენ და მართავენ სიტუაციას, შვილებს ასწავლიან "გეი ევროპის" უმაღლეს სასწავლებლებში, პატრიარქის ჩათვლით ყველა დადის "გეი ევროპის" სამკურნალო საავადმყოფოებში, ცხოვრობენ და სახლები აქვთ "გეი ევროპის" ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებში.

ანუ ამ ხალხს უნდა, რომ თავიანთი ოჯახები აცხოვრონ და თავიანთი შვილების მომავალი დაუკავშირონ "გეი ევროპას", ოღონდ საქართველო უნდა იყოს რუსულ წუმპეში. ესეც, რომ იცოდეთ, გამიზნულად კეთდება. ამ ერთუჯრედიანებს ფულის შოვნის უნარი და საშუალება აქვთ მხოლოდ საქართველოში, შუბლზე ძარღვი არ უნდა გქონდეს, უნდა იყო თავხედი, ძარცვავდე ქვეყანას. ევროპაში ისინი ფულს ვერ იშოვიდნენ.

ხალხო, ეკლესია დაღუპა პოლიტიკურმა გავლენამ და სიმდიდრემ, რატომ? ვინ მიდის დღეს ეკლესიაში? – ეკლესიაში მიდის მორწმუნე ადამიანი, ოღონდ მორწმუნე ადამიანი, რომელიც სერიოზულად უყურებს ყველა წესს, რომლის დაცვასაც ითხოვს რელიგია, ყოყმანშია, შეძლებს კი იმ მძიმე წესების დაცვას, ამიტომ, სანამ წასულა ეკლესიაში მღვდლად, მონაზვნად, დიდხანს ებრძვის საკუთარ თავს, არის თუ არა მზად იმისთვის, რომ წავიდეს. ოღონდ, ვისაც ხიბლავს პოლიტიკური გავლენა და ფული, ესეც აქვს ხო ეკლესიას? – ისინი არც კი ყოყმანობენ. ამიტომ, დღეს ეკლესია გაივსო გაუნათლებელი, უწიგნური ადამიანებით, რომლებსაც ბიბლიაც კი არ აქვთ წაკითხული. ათი მცნება 100-დან 90 მღვდელს, არათუ თანმიმდევრობით, რადგან ამასაც აქვს მნიშვნელობა, არეულადაც არ ეცოდინება. 100-დან 90-ს კი არა, 100-დან 99-ს, რომ დარბის ჯვრით ხელში, ბიბლია წაკითხული არ აქვს, ათი მცნება არ იცის.

ამბობს ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე პრაიდის კვირეულისას ორკების მხრიდან ძალადობრივ აქტივობებზე.

კომენტარები