ქართული ოცნების ლიდერებმა გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვითაც ძალიან ცალსახად დაგმეს ძალადობა. თქვენი პათოსი გასაგებია, თქვენ უერთდებით ამ პათოსს იმ ნაწილში, რომ მართლაც არის ყოვლად მიუღებელი ჟურნალისტებთან მიმართებაში. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი არის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სივრცე და თავისუფალი გარემო ჟურნალისტებისთვის, იმუშაონ, აბსოლუტური თავისუფლებაა ამ თვალსაზრისით, რასაკვირველია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ასეთი სამწუხარო ფაქტი იყოს ბოლომდე გამოძიებული.
პრაიდის კვირეული
თურნავა: ოცნების მონაპოვარია თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი გარემო ჟურნალისტებისთვის
tbl.ge/5lvo
დაკოპირდა

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, გუშინ, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.
ამავე თემაზე
- ბასი: "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლის მცდელობა არ იყო კარგი ამბავი, არღვევს უმცირესობის უფლებებს
- ზურაბიშვილი: მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას
- მინისტრის მოადგილე Pride Fest-ზე: ყველა აქციის 100%-იანი უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელია
- თბილისის სინაგოგა პრაიდის კვირეულზე: LGBT პროპაგანდა დაუშვებელია, ნუ აყვებით პროვოკაციებს
- 5 ივლისის ძალადობაში ბრალდებულ 6 ორკს ერთი წელი, მეშვიდეს კი ერთი წელი და 6 თვე მიესაჯა




