პრაიდის კვირეული

მითების დეტექტორი: RUSSIA TODAY პრაიდთან დაკავშირებულ მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადასცემს

ტაბულა

კრემლის პროპაგანდისტული არხი Russia Today თბილისში, პრაიდთან დაკავშირებულ მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადასცემს - ამის შესახებ ინფორმაცია მითების დეტექტორმა გაავრცელა.

Russia Today გადასცემდა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პუტინისტებს, რომლებიც ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე ძალადობის შემდეგ ცეკვავდნენ.

დღეს, 5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პუტინისტური ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. Mediachecker-ის ინფორმაციით, დაშავებულია 40-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოპერაცია უტარდება Palitranews-ის ოპერატორს. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

Tbilisi Pride-ის ცნობით, დღეს, 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში, რომლითაც პრაიდის კვირეული უნდა დასრულებულიყო, აღარ გაიმართება. ღონისძიების ჩაშლის მიზეზი სახელმწიფოს უუნარობაა, ძალადობრივი ჯგუფებისგან დაიცვას მოქალაქეები.

კომენტარები