კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე ვაქცინაციაზე: გულწრფელად ვამბობთ, ეს ყველაზე სუსტი რგოლია ჩვენს კამპანიაში

ჩვენ ამას სავსებით გულწრფელად ვამბობთ, [ვაქცინაცია] არის ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენს კოვიდსაწინააღმდეგო კამპანიაში და აქ ნამდვილად ჰქონდა ადგილი დაგვიანებას. მე არ ვარ არც საკოორდინაციო და არც ვაქცინაციის საბჭოს წევრი და დეტალური მიზეზები არ ვიცი, მაგრამ ვიზიარებ ბატონი პაატას [იმნაძის] მოსაზრებას - იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან მოტივირებული მთავრობა და ჯანდაცვის მესვეურები, მაგრამ არ აქვს ის ეკონომიკური რესურსი და ის გავლენები მსოფლიოს რუკაზე, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, და, ბუნებრივია, რომ ჩვენზე წინ დადგნენ. 

ვაქცინაციას ერთმანეთს ასწრებდა ყველა, ჩვენზე წინ დადგნენ ის ქვეყნები, პირველ რიგში, ვინც თვითონ აწარმოებდა ვაქცინას. როგორ შეიძლება ჩვენ აშშ-ს, ინგლისს ან სხვა ქვეყნებს შევედაროთ, რომლებიც თვითონ აწარმოებდნენ ვაქცინას. თუნდაც, ჩვენ არ გვაქვს იმდენი ფული, რომ გადაგვეხადა სხვაზე ორჯერ მეტი და საქართველოს მიეღო სხვაზე ადრე.

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში საქართველოში ვაქცინაციის პროცესზე.

კომენტარები