"კორუფციას რაც შეეხება, კორუფცია არის ფინეთშიც და შვედეთშიც კი, სადაც იგი არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე, მაგრამ არის. კორუფცია არის ყველა ქვეყანაში, ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები. ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა ჩვენს რეგიონში, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვიკლია იმ ქვეყნებამდე, რომლებიც გამოირჩევიან უმაღლესი სტანდარტით, იგივე სკანდინავიის ქვეყნებამდე, გერმანიამდე და ასე შემდეგ. კორუფცია, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში პრობლემაა, მაგრამ, როდესაც თქვა [გახარიამ], რომ თითქოს კორუფცია იყო სისტემური პრობლემა და მეორე დღეს ეს უარყო, თქვა, რომ ფაქტები კი არ [მაქვს], ზოგადად ჩვენი ტიპის ქვეყნებში ეს პრობლემაა ხოლმეო, ამით ყველაფერს ნათელი მოჰფინა.
tbl.ge/5l3d
დაკოპირდა

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განცხადება ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას, პირდაპირ ეთერში გააკეთა და გიორგი გახარიას ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, კორუფცია საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი და სისტემური პრობლემაა.
ამავე თემაზე
- კობახიძე: შემაშფოთებელია, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს დანიას ადამიანის უფლებების კუთხით
- კობახიძე: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა აღგვითქვა სრული მხარდაჭერა
- კობახიძე: ღარიბაშვილმა ბევრი რამე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის
- კობახიძე ელჩებზე: დაკავებული არიან საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით
- კობახიძემ ალბანეთში სამიტის ფარგლებში ვუჩიჩთან, ორბანთან და ფიცოსთან შეხვედრები გამართა




