ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

ლომჯარია: თუ საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვედრა სურთ, ჩვენ ღია ვართ სასაუბროდ

როდესაც ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს დაწესებულებაში, პირველად ვხვდებით შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ან დირექტორს. შესაბამისად, როცა ჩვენ განვახორციელებთ და დავგეგმავთ ამ მონიტორინგს და, კიდევ ერთხელ ვამობ, იმედი მაქვს, ამას ძალიან სწორად შეხვდება ახალი ხელმძღვანელობა, რა თქმა უნდა, მათაც გავესაუბრებით. 

თუ აქვს საპატრიარქოს წარმომადგენლებს სურვილი სახალხო დამცველთან შეხვედრის, ჩვენ არ ვართ დახურულები და ღია ვართ მათთან სასაუბროდ. თუ მათ  ექნებათ სურვილი, მე, რა თქმა უნდა, ყველა კონფესიის წარმომადგენლებს ვხვდები და, მით უმეტეს, ამ ვითარებაში არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება ჩემი მხრიდან. 

[...] ბავშვები არიან ძალიან დიდი წნეხისა და ზეწოლის ქვეშ, ამიტომ, მოგვეცით მშვიდ გარემოში ჩვენი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მზად ვარ, ნებისმიერ საკითხზე ვისაუბრო მათთან

ამბობს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.  

გუშინ, 14 ივნისს ბავშვებზე ძალადობის გამმართლებელი მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა.

კომენტარები