ავარია

კრწანისის ქუჩაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა

კადრი ვიდეოდან/ დიმიტრი ლორთქიფანიძე/FB

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ისინი ნიუ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი კლინიკა ნიუ ჰოსპიტალთან გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები