მე მინდა, რომ საზოგადოებამ გაიმარჯვოს. საზოგადოება უშედეგობით დაიღალა. ამ უშედეგობას ხომ თავისი მიზეზები აქვს. ხვალ და ზეგ ცალკე არსებული პოლიტიკოსი, მე თუ სხვა, არავის ემახსოვრება, რა განცხადებებს აკეთებდნენ. დარწმუნებული ვარ, 2-3 წელიწადში ხალხი შედეგს მოგვთხოვს... ჩემს გარშემო მე არ განვიხილავ ერთობას... თავს კი არ ვიფასებ, მართლა ასე მჯერა, არაფერში არ მჭირდება თბილისის მერობა, მართლა გეუბნებით. შეიძლება სხვა მიზნები და ამოცანები მქონდეს ქართულ პოლიტიკაში, ვიდრე კალაძის იქიდან გამოყვანა და ჩემი იქ შესვლა. მაგრამ თუკი დავთანხმდებოდი, დავთანხმდებოდი სხვადასხვა პოზიციიდან, არაა აუცილებელი თბილისის მერობის კანდიდატი იყო. ოპოზიციის ერთობა შედგება.
tbl.ge/5kto
დაკოპირდა

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია TV პირველის ეთერში კითხვაზე, იქნება თუ არა ის ოპოზიციის საერთო კანდიდატი თბილისის მერობის პოსტზე.
ამავე თემაზე
- მელია: ხალხი გაიგებს სიმართლეს, ეს აუცილებელია, რომ სააკაშვილივით უღირსად ვეღარავინ მოიქცეს
- სააკაშვილს უყვარს ღალატი, მაგრამ სძულს მოღალატე, რომელსაც არ ასახელებს! - მელია
- ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს
- ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო პატიმრობა შეეფარდა
- წულუკიანი: მელიას მოსამართლე და სასამართლო დარბაზი ხელწამოსაკრავი ინსტიტუტი ჰგონია




