ნამახვანჰესი

თურნავა ნამახვანზე: მიწის იჯარით 99 წლით გადაცემის საკითხზე ინვესტორებთან ვმუშაობთ

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობაზე 12-თვიანი მორატორიუმი გამოცხადდა და ამ დროის განმავლობაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს პროექტის გაუმჯობესებისთვის.

ამ მიზნით ექსპერტები უკვე მუშაობენ - 15-მდე სხვადასხვა ექსპერტულმა ორგანიზაციამ გაიწვია ის კვლევები, რაც გვქონდა ერთი თვის წინ გამოქვეყნებული. ველოდებით მათ უკუკავშირს, თუ რა აღმოაჩინეს კვლევებში, რაც დამატებით სამუშაოებს საჭიროებს. ყოველ შემთხვევაში, კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება მანამ, ვიდრე ყველა არ დარწმუნდება, რომ ეს ნაგებობა არის განსაკუთრებით უსაფრთხო.

მიდის მუშაობა ინვესტორთან, რათა მოხდეს პირობების გაუმჯობესება და პირველ რიგში, ეს უკავშირდება ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც მიწის იჯარის ვადას  - 99 წლით გადაცემას ეხება. მართალია, 99 წლით იჯარით გადაცემა შეესაბამება კანონმდებლობას, მაგრამ დავინახეთ, რომ ამასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში და ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილშიც უნდა მივაღწიოთ პროგრესს. როცა გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება, ამას გავახმოვანებთ. სხვა დანარჩენში, რასაკვირველია, ეს პროექტი მნიშვნელოვანია, ის ენერგეტიკულად აძლიერებს სახელმწიფოს, მაგრამ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით განხორციელდება

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, ნამახვანჰესთან დაკავშირებით. პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ასეთი პირობებით" პროექტი არ აშენდება. 

კომენტარები