სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით მონაკოს სამთავროს სტუმრობს

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით მონაკოს სამთავროს ეწვია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილისა და მონაკოს სამთავროს პრინცის, ალბერ II-ის პირისპირ შეხვედრაა დაგეგმილი.

მათივე ცნობით, მონტე-კარლოში საქართველოს პრეზიდენტი ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ ოფიციალურ პრეზენტაციას გახსნის და გამოფენაში მონაწილე მეღვინეებს სიტყვით მიმართავს. დაგეგმილია ასევე პრეზიდენტის შეხვედრა ღვინის თემატიკაზე მომუშავე ფრანგ ჟურნალისტებთან და ბლოგერებთან.

"საქართველოს პრეზიდენტი მონაკოს სამთავროს პრინცთან, ალბერ II-თან ერთად დაესწრება ქართული ღვინის პრეზენტაციას - "ვაზის ფესვებთან შეხვედრა" და პრეზენტაციის მონაწილე სტუმრებს სიტყვით მიმართავს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის "მშვიდობა და სპორტი" პრეზიდენტთან, ჯოელ ბუზუსთან". – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები